Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიელმა თავდამსხმელმა ორი ჯარისკაცი მოკლა და თავი აიფეთქა


შეიარაღებულმა თავდამსხმელმა, რომელმაც ორი ჯარისკაცი მოკლა და ხუთი დაჭრა სარაევოს შემოგარენში, თავი აიფეთქა მას შემდეგ, რაც ბოსნიის პოლიციამ ალყა შემოარტყა სახლს, სადაც თავდამსხმელი იმალებოდა. მისი თვითმკვლელობა დაადასტურა უსაფრთხოების მინისტრმა დრაგან მეტკიჩმა, რომელმაც მედიას უთხრა, რომ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ორი ჯარისკაცი დახოცა რაილოვაჩის რაიონში მდებარე ერთ-ერთ ტოტალიზატორში და შემდეგ სროლა აუტეხა სამგზავრო ავტობუსს, სადაც მძღოლი და ორი მგზავრი დაიჭრნენ. სარაევოს მედიის ცნობით, თავდამსხმელი ულტრაკონსერვატიული სალაფიტური ისლამის, იმ იდეოლოგიის მიმდევარი იყო, რომელიც ჯიჰადს, ანუ საღვთო ომს ქადაგებს.

XS
SM
MD
LG