Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღაში დაიწყო კარასინ-აბაშიძის მორიგი შეხვედრა


პრაღაში რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. მოლაპარაკების დაწყების წინ, გრიგორ კარასინმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობისა და ჰუმანიტარული საკითხების გარდა, ამჯერად განსახილველ საკითხთა შორის არის რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის შესაძლო გამარტივება საქართველოს მოქალაქეების გარკვეული კატეგორიისთვის. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის გარდა, ქართულ დელეგაციაში საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლებიც შედიან.

XS
SM
MD
LG