Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო გმობს რუსეთში „საჯაროობის დაცვის ფონდის“ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებას


მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელი დუნია მიატოვიჩი გმობს რუსეთში მიღებულ გადაწყვეტილებას „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადოს არასამთავრობო ორგანიზაცია „საჯაროობის დაცვის ფონდი“. 20 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში, მიატოვიჩი აღნიშნავს, რომ 25 წელია, საჯაროობის დაცვის ფონდი „დაუღალავად მუშაობს რუსეთსა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის რეგიონში ჟურნალისტების უფლებების დასაცავად და მხარდასაჭერად“. ამიტომ ეუთოს წარმომადგენელი „მნიშვნელოვანი საქმიანობისათვის ხელის შეშლად“ მიიჩნევს რუსეთში 19 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას "საჯაროობის დაცვის ფონდის" „უცხოეთის აგენტების“ სიაში შეყვანის შესახებ. რუსეთში 2012 წელს მიღებული კანონით, „უცხოეთის აგენტად“ უნდა დარეგისტრირდეს ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც უცხოეთიდან იღებს დაფინანსებას და პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა.

XS
SM
MD
LG