Accessibility links

მალიში მძევლები აიყვანეს ფეშენებელურ სასტუმროში


მალიში შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ სასტუმროს, რომელშიც ბევრი უცხოელი ჩერდება ხოლმე. დედაქალაქ ბამაკოს 190-ოთახიან „რედისონ ბლუ“-ში, სასტუმროს წარმომადგენლების ინფორმაციით, მძევლად იქნა აყვანილი 170-მდე ადამიანი - 140 სტუმარი და სასტუმროს 30 თანამშრომელი. მოგვიანებით მალის სამხედრო სარდალმა, მოდიბო ნამან ტრაორემ განაცხადა, რომ გათავისუფლებულია 20-მდე მძევალი. როგორც ჩინეთის სახელმწიფო მედია იუწყება, სასტუმროში გაჩერებული იყო ჩინეთის 10-მდე მოქალაქე. ხოლო ინდოეთი იუწყება „რედისონ ბლუ“-ში მისი 20 მოქალაქის ყოფნის შესახებ. ისლამისტ მებრძოლებს, რომელთა ნაწილსაც კავშირი აქვს ალ-ყაიდასთან, 2012 წელს თითქმის მთელი წელი ჰქონდათ დაპყრობილი ჩრდილოეთი მალი, ვიდრე მათ 2013 წლის იანვარში საფრანგეთის ხელმძღვანელობით დაწყებული ოპერაციის შედეგად განდევნიდნენ. მას შემდეგ, ისლამისტები თავდასხმებს ახორციელებენ ამ ქვეყანაში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG