Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მესამე გვამი იპოვეს პარიზის ბინაში, სადაც 18 ნოემბერს სპეცოპერაცია ჩატარდა


ფრანგი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მესამე გვამი იპოვეს პარიზში, სენ-დენის რაიონში მდებარე ბინაში, სადაც პოლიციამ 18 ნოემბერს ჩაატარა რეიდი გასული კვირის ტერაქტებთან დაკავშირებით. პროკურორებმა 20 ნოემბერს გამოაცხადეს, რომ წინა ღამით ქალის გვამი იპოვეს. ქალის ვინაობას არ ასახელებენ. ამავე ბინაში იპოვეს სავარაუდოდ სხვა ქალის პასპორტი - ქალის, რომელმაც 18 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს თავი აიფეთქა. ის იყო პარიზის ტერაქტების მთავარ ორგანიზატორად მიჩნეული პირის, აბდელჰამიდ აბაუდის ნათესავი. რეიდის დროს აბაუდიც მოკლეს. 13 ნოემბერს პარიზში განხორციელებული ტერაქტების შედეგად დაიღუპა 129 და დაიჭრა 350-ზე მეტი ადამიანი.

XS
SM
MD
LG