Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერნარ კუშნერი: „საქართველომ ჯანდაცვის სისტემის რეფორმა მოახდინა“


ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში - საქართველო და მსოფლიო“ - ამ სახელწოდებით თბილისში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც, საქართველოს მთავრობისა და სამედიცინო წრეების წარმომადგენლებთან ერთად, ესწრებოდნენ საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის, „გლობალური ალიანსის“, ხელმძღვანელი პირები, მათ შორის - „გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი, რომელმაც დადებითად შეაფასა საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროგრამები და რეფორმები და მათ წარმატებული უწოდა: “საქართველომ უკვე განახორციელა სისტემის რეფორმირება. არსებობს ბალანსი კერძო და სახელმწიფო სექტორებს შორის, რაც მაინცდამაინც მოსახერხებელი არ არის, მაგრამ ძნელია შეიცვალოს. იგივე მდგომარეობაა უკრაინაშიც, მაგრამ სასტარტო პირობები ჩვენთვის განსხვავებულია: თქვენ უკვე მოახდინეთ სისტემის რეფორმირება“, - განაცხადა კუშნერმა. იგი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში მხარეთა დაზავებისა და კონფლიქტის მოგვარების პროცესში დიპლომატის, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში იყო ჩართული. საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი „გლობალური ალიანსი“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კონტრაქტორი ორგანიზაციაა და მას ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაში ეხმარება.

XS
SM
MD
LG