Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სპეცსამსახურმა 11 ექსტრემისტი გაანადგურა ჩრდილოეთ კავკასიაში


რუსეთის ფედერალური ანტიტერორისტული უწყების ცნობით, ჩრდილოეთ კავკასიაში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციის შედეგად გაანადგურეს ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი 11 პირი. კომიტეტის ინფორმაციით, ბანდიტებმა, რომლებიც ყაბარდო-ბალყარეთის დედაქალაქ ნალჩიკის მახლობელ ტყეში იმყოფებოდნენ, ცეცხლი გაუხსნეს და ხელყუმბარები დაუშინეს სამართალდამცველებს. სპეცოპერაცია კვლავაც გრძელდება ჩრდილოეთ კავკასიაში, საიდანაც არაერთი ათეული ადამიანი იბრძვის სირიასა და ერაყში ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში.

XS
SM
MD
LG