Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირია გმობს თურქეთის „აგრესიას“, რუსეთის თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ


სირია აცხადებს, რომ თურქეთის სამხედრო თვითმფრინავებმა რუსეთის თვითმფრინავი ჩამოაგდეს სირიის ტერიტორიაზე და ამას უწოდებს სირიის სუვერენიტეტის წინააღმდეგ ღია აგრესიას და „ტერორისტების“ მხარდაჭერის გამოვლინებას. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო სანა ავრცელებს სამხედრო წყაროს სიტყვებს - მისი თქმით, ინციდენტი აშკარად ადასტურებს. რომ თურქეთის მთავრობა ტერორიზმის მხარესაა და მხარდაჭერას უცხადებს ტერორისტულ ჯგუფებს მაშინ, როცა მათ დაშლა დაიწყეს სირიის არმიის შეტევის შედეგად. „აგრესიის ეს სასოწარკვეთილი აქტები მხოლოდ გააძლიერებს ჩვენს მიზანსწრაფვას ვებრძოლოთ ტერორისტულ ორგანიზაციებს ჩვენი მეგობრების, უწინარესად რუსეთის დახმარებითო“, დასძენს იგივე წყარო. თურქეთი აცხადებს, რომ 24 ნოემბერს ჩამოაგდო რუსეთის თვითმფრინავი, რადგან მან თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. მოსკოვი კი აცხადებს, რომ თვითმფრინავს არ დაუტოვებია სირიის ტერიტორია.

XS
SM
MD
LG