Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის მედიის ცნობით, რუსეთის ავიაციამ თურქეთის ჰუმანიტარული კოლონა დაბომბა


თურქეთის მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის ავიაციამ სირიის ტერიტორიაზე, თურქეთის საზღვრიდან 5 კილომეტრში თურქეთის ჰუმანიტარული კოლონა დაბომბა. აღნიშნული კოლონა სირიელ ლტოლვილებს ჰუმანიტარულ ტვირთს სირიის ქალაქ აზაზში აწვდიდა. არსებული ინფორმაციით, ავიადარტყმების შედეგად განადგურებულია რამდენიმე სატვირთო მანქანა. მსხვერპლის შესახებ სხვადასხა ინფორმაცია ვრცელდება. სავარაუდოდ დაღუპულთა რაოდენობა 7-დან 10-მდეა. რუსულ მხარეს ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია და არც მომხდარი დაუდასტურებია.

XS
SM
MD
LG