Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საჰაერო თავდასხმისას სირიაში 18 სამოქალაქო პირი დაიღუპა


რუსეთის ავიაციის თავდასხმას ჩრდილოეთ სირიაში, 18 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, დაშავებულია ათეულობით ადამიანი. სირიის უფლებადაცვითი ჯგუფი იტყობინება, რომ საჰაერო თავდასხმის სამიზნე იყო ქალაქი არიჰა. 29 ნოემბრის თავდასხმისას, როგორც ეგრეთ წოდებული, ადგილობრივი საკოორდინაციო კომიტეტი, აქტივისტების ჯგუფი, იტყობინება, ბომბი ჩავადა ხალხმრავალი ბაზრის ტერიტორიაზე. ქალაქი მეამბოხეთა ხელშია. ფეისბუკის გვერდი, "არიჰა დღეს" იტყობინება, რომ ქალაქი რუსეთის ავიაციამ დაბომბა. ურთიერთგამომრიცხავია მონაცემები დახოცილთა რაოდენობის შესახებ. სირიის უფლებადაცვითი ჯგუფი 18 მოკლულზე ლაპარაკობს, "არიჰა დღეს" 40 დაღუპულს ასახელებს. თუ ეს იერიში მართლაც რუსეთის ავიაციის მოწყობილია, ის ყველაზე სისხლიანია მას მერე, რაც რუსეთის ავიაციამ დაიწყო სირიაში სამხედრო-საჰაერო კამპანია ორი თვის წინ.

XS
SM
MD
LG