Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი რუსეთს ადანაშაულებს საჰაერო სივრცის დარღვევის "მიჩქმალვაში"


თურქეთის პრემიერ-მინისტრის, აჰმეტ დავუთოღლუს განცხადებით, რუსეთი ცდილობს თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „მიჩქმალოს“ „დაუსაბუთებელი“ ბრალდებებით, თითქოს ანკარა ახდენდეს სირიაში ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამური სახელმწიფოსაგან“ ნავთობის უკანონო იმპორტს. მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ თურქეთის მიერ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების მიზეზი იყო ძალისხმევა, დაიცვას მოგება, რომელსაც თურქეთი იღებს ექსტრემისტებისაგან ნავთობის შეძენით. თურქეთი უარყოფს ამ ბრალდებას. „კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს: მოდით, გავხსნათ სამხედრო კომუნიკაციის არხები ასეთი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად! მოდით, გავხსნათ დიპლომატიური არხები ჩვენი ურთიერთობის გამოსასწორებლად! მოდით დავსხდეთ და ვისაუბროთ კიდევ უფრო დიდი კრიზისების თავიდან ასაცილებლად!“ - განაცხადა დავუთოღლუმ 1 დეკემბერს ანკარაში გამართულ ბრიფინგზე. თურქეთი აცხადებს, რომ მისმა F16 ტიპის თვითმფრინავმა რუსეთის ავიაგამანადგურებელს 24 ნოემბერს ესროლა მას შემდეგ, რაც ავიაგამანადგურებელი თურქეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და თურქმა პილოტმა ის 10-ჯერ გააფრთხილა. რუსეთი კი ირწმუნება, რომ მისი სამხედრო თვითმფრინავი სირიის თავზე დაფრინავდა.

XS
SM
MD
LG