Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოსთან უშიშროების ოპერაცია მიმდინარეობს


აზერბაიჯანელი სამართალდამცველების ცნობით, გრძელდება უშიშროების ოპერაცია ბაქოსთან მდებარე სოფელ ნარდარანში, სადაც გასულ კვირაში შვიდი ადამიანი დაიღუპა. აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ეროვნული უშიშროების სამინისტრომ და გენერალურმა პროკურატურამ 1 დეკემბერს გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომ ტარდება ოპერაცია „სამოქალაქო პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად“ და ბოროტმოქმედთათვის იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ჩამოსართმევად. აზერბაიჯანის უშიშროების ძალები და პოლიციელები გასული კვირიდან ატარებენ რეიდებს სოფელ ნარდარანში რელიგიურ ექსტრემიზმში ეჭვმიტანილების წინააღმდეგ. 26 ნოემბერს ოპერაციის დროს დაიღუპა შვიდი ადამიანი, მათ შორის ორი პოლიციელი. ოფიციალური პირების განცხადებით, რელიგიური ექსტრემისტები გეგმავდნენ „ტერორისტულ აქტებს და მასობრივ არეულობებს“ აზერბაიჯანში „სოციალური თანხმობისა და პოლიტიკური სტაბილურობისთვის“ ძირის გამოსათხრელად.

XS
SM
MD
LG