Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო, სავარაუდოდ, გაწევრიანებას შესთავაზებს ჩერნოგორიას - რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად


ნატო, სავარაუდოდ, შესთავაზებს ჩერნოგორიას ალიანსში გაწევრიანებას რუსეთის უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად. ნატოს წარმომადგენლებმა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს უთხრეს, რომ 2 დეკემბერს ჩერნოგორიას ოფიციალურად მიიწვევენ ალიანსში. ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განმარტებით, ჩერნოგორია არის ერთ-ერთი საკითხი ორდღიან მინისტერიალზე, რომელიც დღეს იწყება ბრიუსელში. რუსეთს ჩერნოგორია გაფრთხილებული ჰყავს, რომ პროვოკაციად მიიჩნევს ნატოში მის შესვლას. სტოლტენბერგის განმარტებით, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს ასევე იმსჯელებენ ავღანეთში ალიანსის მომავალ როლზე, თურქეთის საჰაერო დაცვის გაძლიერებასა და რუსეთთან ნატოს ურთიერთობაზე. ნატოს გაფართოების ჯერ-ჯერობით ბოლო ეტაპი იყო 2009 წელს ალიანსში ალბანეთისა და ხორვატიის მიღება.

XS
SM
MD
LG