Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში სიკვდილით დასაჯეს ოთხი ადამიანი სკოლაზე თავდასხმისათვის


პაკისტანში სიკვდილით დასაჯეს ოთხი ადამიანი შარშან სკოლაზე თალიბანის თავდასხმაში მონაწილეობისათვის. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 151 ადამიანი, უმეტესწილად ბავშვები. ოთხი მსჯავრდებული 2 დეკემბერს ჩამოახრჩეს. შარშან 16 დეკემბერს მოწყობილ თავდასხმას მოჰყვა პაკისტანის მთავრობის გააქტიურება ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და სიკვდილით დასჯის განახლება ექვსწლიანი მორატორიუმის შემდეგ. ოფიციალური ინფორმაციით, სიკვდილით დასჯილი ოთხივე პირი მიეკუთვნებოდა პაკისტანელი თალიბების მოკავშირე ჯგუფს, "ტოჰიდუალ ჯიჰადს".

XS
SM
MD
LG