Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თინათინ ხიდაშელმა შეაფასა ნატოს მინისტერიალის გადაწყვეტილებები


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა შეაფასა ნატოს მინისტერიალის გადაწყვეტილებები და საქართველოს შესახებ მიღებული კომუნიკე, აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის დროს. მინისტრმა მიულოცა ჩერნოგორიას ნატოში მიწვევა და იმედი გამოთქვა, რომ ამ წარმატებაზე სხვა ასპირანტი ქვეყნების მომავალი წარმატება აშენდება. "ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს ნატოს მინისტერიალზე, რადგან 2009 წლის შემდეგ ნატო არ გაფართოებულა. ჩერნოგორიის გაწევრიანება, რა თქმა უნდა, უზარმაზარი ოპტიმიზმის საფუძველია ასპირანტი ქვეყნებისთვის. პირველად გაჩნდა კომუნიკეში ჩანაწერი საქართველოს წევრობის გზაზე დადგომის შესახებ", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

XS
SM
MD
LG