Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოალიციურმა ავიაციამ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ნავთობის საბადოები გაანადგურა


აშშ-ის ლიდერობით მოქმედმა კოალიციურმა ავიაციამ წუხელ განხორციელებული იერიშების შედეგად სირიის აღმოსავლეთში ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლის ქვეშ არსებული ნავთობის საბადოები გაანადგურა. ამის შესახებ ლონდონში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია ავრცელებს ინფორმაციას, რომელშიც აღნიშნულია, რომ საავიაციო იერიშების სამიზნე იყო ექსტრემისტთა ობიექტები ალ ზორის პროვინციაში მდებარე ჯაფრას, ტანაკისა და ალ ომარის არეალებში. მანამდე ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ტვიტერის გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად ბრიტანულმა მოიერიშეებმა ალ ომარის ნავთობის საბადო დაბომბეს.

XS
SM
MD
LG