Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გაიმართება ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა


დღეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. როგორც უშიშროების საბჭოს საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ახალკაცმა განაცხადა, უშიშროების საბჭოს სხდომის განსახილველი თემაა, დაცვის ორგანიზებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, არსებული და გაზრდილი რისკებიდან გამომდინარე. რაც შეეხება იმას, თუ ვინ დაესწრება უშიშროების საბჭოს სხდომას, ახალკაცის თქმით, შეტყობინება უშიშროების საბჭოს ყველა მუდმივ წევრს გაეგზავნა, თუმცა არანაირი პროცედურა არ ითვალისწინებს მათი მხრიდან დადასტურებას. ცნობილია რომ საბჭოს დღევანდელ სხდომას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ დაესწრება. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს, 16:00 საათზე დაიწყება.

XS
SM
MD
LG