Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუნდოვანი რჩება თალიბანის ლიდერის ბედი


კვლავ გაურკვეველია თალიბანის ლიდერის, მოლა ახტარ მანსურის ბედი, რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც მას ძალადობრივი შეტაკება მოუვიდა ექსტრემისტული გაერთიანების სხვა ლიდერებთან. ავღანეთის მთავრობის ცნობით, მანსური მძიმედ დაიჭრა და შესაძლოა დაიღუპა სროლაში, რომელიც მოხდა 1 დეკემბერს, პაკისტანის ქალაქ ყუეტასთან ახლოს, თალიბანის კიდევ ერთი ლიდერის სახლში. თალიბანი ცნობებს უარყოფს და უწოდებს პროპაგანდას, რომელიც მიზნად ისახავს მოძრაობაში განხეთქილების გამოწვევას. თუმცა ინციდენტის შემდეგ თავად მანსურს განცხადება არ გაუვრცელებია, რაც აძლიერებს ეჭვებს მისი ბედის შესახებ. თალიბანის წარმომადგენელმა 4 დეკემბერს განაცხადა, რომ უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების გამო მასთან პირადად დაკავშირება გართულებულია. ეჭვებს აძლიერებს ის ბუნდოვანება, რომელიც უკავშირდებოდა თალიბანის დამფუძნებლის, მოლა ომარის სიკვდილს, რომელიც მხოლოდ ივლისში დადასტურდა - მისი გარდაცვალებიდან ორი წელიწადის გასვლის შემდეგ.

XS
SM
MD
LG