Accessibility links

ლატვიაში პრემიერ-მინისტრი გადადგა


ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ლაიმდოტა სტრაუიუმამ გადადგომის შესახებ გამოაცხადა და ამ ნაბიჯით გზას გაუხსნა ახალი მთავრობის შექმნას. პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განმარტებით, სტრაუიუმას გადადგომა დაუყოვნებლივ შედის ძალაში, მაგრამ ის განაგრძობს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას სამი პარტიისაგან შემდგარ კოალიციაში ახალი მთავრობის შექმნამდე. სტრაუიუმას გადადგომას ნოემბერში წინ უძღოდა მის მიერ ტრანსპორტის მინისტრის დათხოვნა, რის გამოც გამოთქვამენ ვარაუდს მთავრობაში არსებულ დაპირისპირებაზე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG