Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოზარ სუბარი ერევანში აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელებს შეხვდება


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების გასამართად ერევანში გაემგზავრნენ. ამ ვიზიტის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული. ვიზიტის მიზანია, აფხაზეთის ომის დროს, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და გადმოსვენების საკითხების განხილვა. მხარეებს შორის მოლაპარაკება წითელი ჯვრის ეგიდით მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG