Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი: ავუკრძალოთ მაჰმადიანებს აშშ-ში ჩასვლა


აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან, დონალდ ტრამპი გამოვიდა მოწოდებით, აუკრძალონ აშშ-ში ჩასვლა მაჰმადიანებს, ახლახან კალიფორნიაში, სან-ბერნარდინოში მომხდარი მკვლელობის გამო. ამ მკვლელობისთვის პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა გაერთიანებამ, „ისლამურმა სახელმწიფომ" იკისრა. ტრამპის თქმით, ეს აკრძალვა მანამ უნდა დარჩეს ძალაში, სანამ ამერიკის ხელისუფლება არ გაერკვევა მომხდარში. ტრამპის განცხადებას მძაფრი კრიტიკა მოჰყვა თეთრი სახლის და სხვა საპრეზიდენტო კანდიდატების მხრიდან. თეთრი სახლი ტრამპის მოწოდებას აშშ-ის ფასეულობებთან სრულიად შეუსაბამოდ მიიჩნევს. რესპუბლიკური პარტიის მეორე კანდიდატმა, ჯეფ ბუშმა ტრამპს "გაუწონასწორებელი" უწოდა. პრეზიდენტის პოსტზე დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ჰილარი კლინტონმა ტრამპის წინადადებას უწოდა, გასაკიცხი, წინასწარ განწყობაზე დამყარებული, შუღლის გამომწვევი, რომელიც ქვეყანას ნაკლებად უსაფრთხოდ ხდის. ამერიკა-ისლამის ურთიერთობათა საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ნიმჰად აუადმა განაცხადა: ტრამპის ნათქვამი უფრო ლინჩის წესით მოქმედი ბრბოს ლიდერისას ჰგავს, ვიდრე დიადი სახელმწიფოს წარმომადგენელისას. 2 დეკემბერს სან-ბერნარდინოში, ინვალიდების დახმარების ცენტრში თავდასხმას 14 ადამიანი ემსხვერპლა. ერთ-ერთ თავდამსხმელმა, თაშფინ მალიქმა „ისლამური სახელმწიფოს“ლიდერს ერთგულების ფიცი მისცა. მალიკი და მისი ქმარი პოლიციამ დახოცა თავდასხმის შემდეგ.

XS
SM
MD
LG