Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი უარყოფს ბაღდადის მოთხოვნას ჯარის გაყვანის შესახებ


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განუცხადა ერაყის მთავრობას, რომ ახლა არ გაიყვანს თავის ჯარს ერაყის ჩრდილოეთიდან. ჩავუშოღლუმ ეს განუცხადა ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრს, იბრაჰიმ ალ-ჯაფაარის სატელეფონო საუბრისას 8 დეკემბერს, რამდენიმე საათის მერე მას შემდეგ, რაც ბაღდადის მიერ დაწესებულ ვადა, გაეყვანა ჯარი თურქეთს, ამოიწურა. ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ჰეიდარ ალ-აბადიმ განაცხადა, რომ თურქეთის ჯარი ბაღდადის ნებართვის გარეშე შევიდა რეგიონში და გააფრთხილა თურქეთი, რომ ამ საკითხს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაიტანდა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარამ 3 დეკემბერს შეიყვანა დამატებითი ჯარი მოსულთან, რათა უკვე იქ მყოფთათვის დახმარება გაეწიათ და ისინი შეეცვალათ. მისივე თქმით, თურქეთის ჯარი წვრთნის ქურთთა რაზმებს, ფეშმერგას და სუნიტთა შენაერთებს ექსტრემისტულ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად.

XS
SM
MD
LG