Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ამნესტი ინტერნეშენელი": „ისლამური სახელმწიფო„ უმეტესად ერაყის არმიის იარაღით იბრძვის


უფლება დამცავი ორგანიზაციის, „ამნესტი ინტერნეშენელის“ ანგარიშის თანახმად, ათწლეულების განმავლობაში იარაღით უპასუხისმგებლო ვაჭრობამ, ცუდმა რეგულირებამ და ერაყში იარაღის ნაკადის უკონტროლობამ გამოიწვია ის, რომ ექსტრემისტული „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს ხელში ჩაუვარდათ სხვადასხვა სახის იარაღი, რომელიც წარმოებულია აშშ-ში, რუსეთში, ჩინეთში, ასევე ევროპის ქვეყნებში. ისლამისტების ხელშია ასევე სირიის არმიის ტექნიკაც, რომელიც მათ მოიპოვეს სირიის მთავრობის ბაზების დაკავების შედეგად. „ამნესტი“ მოწოდებით გამოდის, დაუწესდეს იარაღის ემბარგო ბაშარ ასადის არმიას და ასევე, სირიის შეიარაღებულ ოპოზიციას, რომლებიც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში არიან გარეული.

XS
SM
MD
LG