Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ სრული სიცრუე უწოდა ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებას


მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ სრული სიცრუე უწოდა შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებას, რომ მას და ყოფილ მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს დაუსახელა პატიმრების შეწყალებით დაინტერესებული პოლიტიკოსების ვინაობა. გიორგი გოგაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ალექსანდრე ელისაშვილს მართლაც შეხვდა, თუმცა, საქმე ეხებოდა მისი სკოლის მასწავლებელს თუ დირექტორს, რომელიც სისხლის სამართლის ერთ-ერთ საქმეში იყო დაზარალებული და კუთვნილი თანხის დასაბრუნებლად პროკურატურისგან დახმარებას ითხოვდა. გოგაძის ინფორმაციით, ელისაშვილთან ამ შეხვედრას ესწრებოდნენ საქმის ზედამხედველი პროკურორი და სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. გიორგი გოგაძის განცხადებით, პროკურატურის ხელმძღვანელებს ალექსანდრე ელისაშვილთან რაიმე სხვა შეხვედრა არ ჰქონიათ.

XS
SM
MD
LG