Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: 9000-ს გადააჭარბა აღმოსავლეთ უკრაინაში დაღუპულების რიცხვმა


გაერომ 9 დეკემბერს გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც 9000-ს გადააჭარბა აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის შედეგად დაღუპულების რიცხვმა მიუხედავად იმისა, რომ ზოგ რაიონში მნიშვნელოვნად იკლო სამხედრო დაპირისპირებამ. უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებების სამეთვალყურეო მისიის ანგარიშში დაპირისპირების კლების მიზეზად ასახელებენ უკრაინის სამხედრო ძალებისა და რუსეთის მომხრე სეპარატისტების მიერ კონფლიქტის ზონიდან მძიმე შეიარაღების ნაწილის გატანას. ამავე ანგარიშით, 2014 წლის აპრილში ბრძოლის დაწყების შემდეგ დაღუპულების რიცხვმა წელს, ნოემბერში მიაღწია 9098-ს. დაჭრილია 20732 ადამიანი. მსხვერპლი მოიცავს როგორც სამოქალაქო პირებს, ისე უკრაინის არმიის წევრებსა და რუსეთის მომხრე სეპარატისტებს.

XS
SM
MD
LG