Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა შეაჩერა მუშაობა თურქეთის პირველ ატომურ ელექტროსადგურზე


ცნობების თანახმად, რუსეთმა შეაჩერა მუშაობა თურქეთში დაგეგმილ პირველ ატომურ ელექტროსადგურზე. ამ ინფორმაციის ფონს ქმნის ორ ქვეყანას შორის მწვავე დაპირისპირება მას შემდეგ, რაც თურქეთმა 24 ნოემბერს სირიის საზღვართან ჩამოაგდო რუსეთის ავიაგამანადგურებელი. ინციდენტის შემდეგ მოსკოვმა ეკონომიკური სანქციები დაუწესა თურქეთს. 9 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსატომს“ არ გაუუქმებია კონტრაქტი, რომელიც ითვალისწინებს ატომური ელექტროსადგურის აშენებას სამხრეთ თურქეთში მდებარე ქალაქ აკუიუში და კომპანია ასეთი ნაბიჯისაგან თავს იკავებს ძვირი კომპენსაციისათვის თავის ასარიდებლად. თუმცა, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ თურქეთი განიხილავს სხვა პოტენციურ პარტნიორებს 20 მილიარდ დოლარად შეფასებული პროექტისათვის. იუწყებიან აგრეთვე, რომ აკუიუს ატომური კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე, ოლეგ ტიტოვი უარყოფს ცნობას მშენებლობის შეჩერების შესახებ. თურქეთი 2013 წელს შეუთანხმდა „როსატომს“ 1200-მეგავატიანი ოთხი რეაქტორის აშენებაზე. მშენებლობა წელს, აპრილში დაიწყო.

XS
SM
MD
LG