Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის ხელისუფლებამ "როსია 1"-ის გადამღები ჯგუფი დააკავა და ქვეყანა დაატოვებინა


თურქეთის ხელისუფლებამ რუსეთის ტელეარხის, "როსია 1"-ის გადამღები ჯგუფი დააკავა და ქვეყანა დაატოვებინა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გადამღები ჯგუფი სირიის მოსაზღვრე პროვინცია ხატაიში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის მეზობელ პროვინცია გაზიანტეპში გადადიოდა. "რუსეთის გადამღები ჯგუფი პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს, სადაც თურქეთიდან მათი დეპორტაციის შესახებ შეატყობინეს. ამის მიზეზად თურქეთში უცხოელი ჟურნალისტების საქმიანობის წესების დარღვევა დასახელდა", - განაცხადეს სამინისტროში. რუსეთის საგარეო უწყება გმობს რუსი ჟურნალისტების თურქეთში დაკავებას და ქვეყნიდან მათი დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილებას.

XS
SM
MD
LG