Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულიდან იუწყებიან ძლიერი აფეთქებისა და სროლის შესახებ


ქაბულიდან იუწყებიან ქალაქის ცენტრში ძლიერი აფეთქებისა და სროლის შესახებ. შეუმოწმებელი ინფორმაციით, თვითმკვლელმა თავდამსხმელმა აფეთქება მოაწყო, რის შემდეგაც შეიარაღებული პირები შეიჭრნენ სასტუმროში ქაბულის იმ რაიონში, რომელშიც საელჩოები მდებარეობს. ჯერ არაფერს იუწყებიან მსხვერპლის, ან მატერიალური ზარალის შესახებ. თავდასხმა მოჰყვა ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის დაბრუნებას პაკისტანიდან, სადაც გაიმართა რეგიონული სამშვიდობო კონფერენცია თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკების საკითხზე.

XS
SM
MD
LG