Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა ქაბულში სასტუმროზე თავდასხმაზე


თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა თავდასხმაზე, რომელიც ქაბულში ესპანეთის საელჩოსთან მდებარე სასტუმროზე მოეწყო. ცნობების თანახმად, თვითმკვლელის მიერ დანაღმული ავტომანქანის აფეთქებას ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმა მოჰყვა. ქაბულის ეს რაიონი განსაკუთრებით კარგად არის დაცული მასში მდებარე საელჩოებისა და მთავრობის შენობების გამო. ცნობების თანახმად, დაჭრილია, სულ ცოტა, ერთი ადამიანი. თალიბანის წარმომადგენლის განცხადებით, თავდასხმა მიმართული იყო "ოკუპანტების სასტუმროს წინააღმდეგ". მაგრამ მადრიდში ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა აღნიშნა, რომ თავდასხმა განხორციელდა ესპანეთის საელჩოს წინააღმდეგ და ახლა ესპანეთი ცდილობს მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოპოვებას.

XS
SM
MD
LG