Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში პარტია „იაბლოკოს“ ლიდერები დააკავეს


რუსეთში სამართალდამცველებმა მოსკოვში პუშკინის სკვერში დააკავეს რამდენიმე მონაწილე ე.წ. ცალკეული პიკეტებისა, რომლებიც ოპოზიციის აქტივისტებმა კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით მოაწყვეს. დაკავებულთა შორის არიან პარტია „იაბლოკოს“ ლიდერი სერგეი მიტორხინი და პარტიის მმართველი საბჭოს წევრი ანტონ ანტონოვ-ოვსეენკო. მანამდე მოსკოვის მერიამ სანქცირებული მიტინგის, „ცვლილებების მარშის“, 12 დეკემბერს ჩატარების ნება არ დართო ოპოზიციას, რომლის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ მერიის მიერ გამოგზავნილ პასუხში უარი არ არის ცხადად ფორმულირებული. ამიტომ აქტივისტებმა გადაწყვიტეს მოეწყოთ ცალკეული პიკეტები. 1993 წლის 12 დეკემბერი, როდესაც რუსეთის ფედერაციის კონსტიტუცია მიიღეს, სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადდა, თუმცა 2004 წლიდან ეს მხოლო სამახსოვრო დღეა. კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებულია მშვიდობიანი შეკრების უფლება.

XS
SM
MD
LG