Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

13 დეკემბერს ჩინეთიდან მომავალი პირველი მატარებელი შევა თბილისში


თბილისში 13 დეკემბერს ჩინეთიდან წამოსული პირველი მატარებელი შემოვა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსი“, რომლის ცნობით დილის 10:30 საათზე თბილისში ჩინეთის პორტ ლიანუნგიანის ტერმინალიდან გამოსული პირველი მატარებელი შემოვა. მატარებლის შემოსვლით ოფიციალურად გაიხსნება "აბრეშუმის რკინიგზა". საზეიმო ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის მეთაური მატარებელს "საქართველოს რკინიგზის" გენერალურ დირექტორთან და ჩინეთის ელჩთან ერთად დახვდება. მატარებელმა გამოიარა ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და საქართველოს გავლით თურქეთში ჩავა. წლის ბოლომდე თბილისი კიდევ ერთ ტრანზიტულ მატარებელს მიიღებს, ხოლო 2016 წლიდან აღნიშნული პროექტის ფარგლებში დამატებით რამდენიმე ათასი კონტეინერის გადაზიდვა იგეგმება. პროექტით ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი მნიშვნელოვნად იზრდება", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

XS
SM
MD
LG