Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩერნოგორიაში მრავალრიცხოვანი მიტინგი გაიმართა ნატოს წინააღმდეგ


სულ მცირე 5000 კაცი მონაწილეობდა ჩერნოგორიის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ მიძღვნილ საპროტესტო დემონსტრაციაში, რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ პრორუსულად განწყობილი ოპოზიციური პარტიები. ისინი ნატოში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვენ. ერთი კვირის წინ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, ჩერნოგორიამ, რომელმაც შეასრულა გაწვერიანების სამოქმედო პროგრამა ( MAP), ალიანსში ოფიცალური მიწვევა მიიღო. ახალი სერბიის დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ანდრია მადიჩმა მიტინგზე განაცხადა, რომ „ჩერნოგორიას კონფლიქტი დაემუქრება, თუ მთავრობა შეეცდება უარი თქვას რეფერენდუმზე და ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება პარლამენტზე გაიტანოს".

XS
SM
MD
LG