Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუთი ბინა დაიწვა ჩაქვში ხანძრის შედეგად


ჩაქვში ხუთი ბინა დაიწვა, ორსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად. დაზარალებულები ვარაუდობენ, რომ ცეცხლი გაჩნდა გაუმართავი ელექტროსადენების გამო. ძლიერი ხანძრის შედეგად, ხუთ ოჯახს გაუნადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები, ავეჯი და ტექნიკა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის მამუკა თურმანიძის განცხადებით, სახანძრო ჯგუფი ადგილზე გამოძახებიდან 7 წუთში მივიდა. "საბედნიეროდ არ გვაქვს ადამიანური მსხვერპლი. სავარაუდოდ, სხვენში განვითარდა ხანძარი. დეტალებს გამოძიება დაადგენს", - აღნიშნა თურმანიძემ. შემთხვევის ადგილზე მუშაობდა, 6 სახანძრო-სამაშველო ავტოცისტერნა და 40 მაშველი.

XS
SM
MD
LG