Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ მოითხოვს ირანის საწინააღმდეგო ზომებს სანქციების დარღვევის გამო


შეერთებული შტატები გაეროსაგან მოითხოვს ირანის საწინააღმდეგო ზომების მიღებას მას შემდეგ, რაც 15 დეკემბერს გამოქვეყნებული ანგარიშით ცნობილი გახდა, რომ თეირანმა დაარღვია გაეროს სანქციები, რომლებიც მას უკრძალავდა ბირთვული იარაღისათვის გამოსადეგი რაკეტების გამოცდას. გაეროში აშშ-ის ელჩის, სამანტა პაუერის განცხადებით, შეერთებული შტატები მოითხოვს ირანის საწინააღმდეგო ზომებს. "არ შეიძლება უშიშროების საბჭომ ირანს უფლება მისცეს, ისე იგრძნოს თავი, რომ რეზოლუციებს დაუსჯელად დაარღვევს", - განაცხადა პაუერმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელზეც განიხილეს ირანის სანქციების კომიტეტის ანგარიში.

XS
SM
MD
LG