Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში პატიმრებმა შიმშილობა გამოაცხადეს


სომხეთის უდიდეს ციხეში შიმშილობა გამოაცხადეს პატიმრებმა, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი და თავიანთი საქმეების გადასინჯვას მოითხოვენ. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა, გორ გლეჩიანმა, 16 დეკემბერს გამოაცხადა, რომ მოშიმშილეების რიცხვი 35-მდე არის გაზრდილი. მანამდე ოფიციალური პირები იუწყებოდნენ, რომ 14 დეკემბერს 28 პატიმარმა დაიწყო შიმშილობა. ჩვენს რადიოსთან საუბარში, სომხეთის ჰელსინკის კომიტეტის წარმომადგენელმა, ადვოკატმა რობერტ რევაზიანმა აღნიშნა, რომ ზოგი პატიმარი მართლაც საფუძვლიანად მოითხოვს თავისი საქმის გადასინჯვას, რადგან სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა სომხეთის სამართლებრივი სისტემა ჩამოყალიბების პროცესში იყო და შეცდომების ალბათობა მაღალი რჩებოდა.

XS
SM
MD
LG