Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა


ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში, გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. შეხვედრაზე ქართულ უწყებათაშორის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის დაცვის საკითხებში სოფო ჯაფარიძე. მან მოხსენება გააკეთა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული საქმიანობის, მიღწეული პროგრესისა და სამომავლო გეგმების შესახებ. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ისაუბრა 2014 წელს დამტკიცებული ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციაზე, ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცების მიზნით განხორციელებულ ინსტიტუციურ რეფორმებს, ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების საკითხებზე.

XS
SM
MD
LG