Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქრთამის მოთხოვნისა და აღების ბრალდებით დააკავეს თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი ანზორ გუნბერიძე


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის მოთხოვნისა და აღების ბრალდებით დააკავეს თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი ანზორ გუნბერიძე. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის ზედამხედველობის პროცესში, რომელიც ეხებოდა ვანდალიზმის შედეგად დაზიანებული ფასადების აღდგენას, კერძოდ, თითქოსდა გაკრული პლაკატებისაგან ობიექტის გასუფთავებას, ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელს დაამზადებინა სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი ყალბი აქტი, რომლის საფუძველზეც მერიიდან კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა 5000 ლარი. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სანაცვლოდ ბრალდებულმა ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო თანხის ნახევარი, 2500 ლარი. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

XS
SM
MD
LG