Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველომ 100%-ით შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები


ევროკომისია დღეს, ბრიუსელში გამოაქვეყნებს საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 17 დეკემბერს, გვიან საღამოს ესაუბრა ევროკავშირის წარმომადგენლებს და სურს საზოგადოებას აცნობოს, რომ დღეს ევროკომისია გამოაქვეყნებს დადებით დასკვნას საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თაობაზე, რაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ ნაკისრი ვალდებულებები 100%-ით შეასრულა და არცერთი კითხვის ნიშანი არ დაუტოვებია. „გუშინ საღამოს მე უკვე მომილოცეს და ასევე, გილოცავთ ყველას და ვულოცავ ქართველ ხალხს, რადგან ეს არის მისი გამარჯვება, ამდენი ხნის ლოდინის დაფასება, ქვეყნის გამარჯვება და მის გასაძლიერებლად გადადგმული, მნიშვნელოვანი ნაბიჯი“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებითვე, ევროკომისიის დადებითი დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხისადმი ევროპის და თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ნდობას. პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესასრულებლად გაწეული შრომატევადი სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობის ყველა წევრს და ყველა შესაბამის უწყებას.

XS
SM
MD
LG