Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში 1972 წლის შემდეგ კვლავ გაიმართა სილამაზის კონკურსი


როგორც ერაყში 1972 წლის შემდეგ პირველად ჩატარებულ სილამაზის კონკურსში გამარჯვებულმა შაიმა ყასიმმა განაცხადა, მისმა ახალმა საქმიანობამ უნდა ნათელყოს, რომ ერაყი კვლავ არის „ტერორიზმისა და ძალადობის პირისპირ მდგომი სილამაზისა და კულტურის ქვეყანა“. 20 წლის შაიმა ყასიმი გამარჯვებულად გამოცხადდა კონკურსში, რომელმაც უსაფრთხოების მკაცრი ზომების დაცვით ჩაიარა ბაღდადის ერთ-ერთ სასტუმროში. ეკონომიკის სტუდენტმა ქირქუქიდან ცხრა კანდიდატს შორის გაიმარჯვა კონკურსში, რომელმაც უალკოჰოლო სასმელებით ჩაიარა და იგი არ მოიცავდა გოგონების ჩვენებას ბიკინიში.

XS
SM
MD
LG