Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერი დღეს წარუდგენს საზოგადოებას მთავრობის ანგარიშს


საზოგადოებას საქართველოს მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამჭვირვალე და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული მმართველობის სისტემა, ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობა, ეკონომიკის განვითარება, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, დეპოლიტიზებული სამართალდამცავი სტრუქტურები, კონკურენტული ბიზნესგარემო, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და გაუმჯობესებული საარჩევნო და შრომის კანონმდებლობაა ნაწილი იმ მიღწევებისა, რომელთა შესახებაც პრემიერ-მინისტრი დეტალურად ისაუბრებს. ირაკლი ღარიბაშვილი ანგარიშს 14 საათზე წარმოადგენს თბილისის საკრებულოს შენობაში. მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ეთნიკური უმცირესობების, განათლების, ჯანდაცვის, კულტურის და ბიზნესის სფეროთა წარმომადგენლები, იძულებით გადაადგილებული პირები, სპორტსმენები და სტუდენტები.

XS
SM
MD
LG