Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა გააძლიერა სამხედრო ბაზა სომხეთში


რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დამატებითი სამხედრო ტექნიკა გადაისროლა სომხეთში საავიაციო ბაზის გასაძლიერებლად. სამინისტროს 21 დეკემბრის განცხადებაში საუბარია ექვს საბრძოლო და სატრანსპორტო შვეულმფრენებზე, რომლებიც ერევანთან ახლომდებარე ბაზას გადაეცა. მი-24 და მი -8 ტიპის სამხედრო შვეულმფრენები, რომლებიც ერებუნის აეროდრომზე დაბანაკდნენ, რუსეთის კრასნოდარის რეგიონში მდებარე საავიაციო ბაზას ეკუთვნოდა. მანამდე მოსკოვმა დეკემბრის დასაწყისში 7 შვეულმფრენი განათავსა სომხეთში, რომელიც სამხრეთ კავკასიაში რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია.

XS
SM
MD
LG