Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვა მომავალშიც დარჩება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად


საქართველოს მთავრობისათვის მომავალშიც პრიორიტეტული იქნება ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განხორციელება, რისთვისაც 2016 წელს ის 3 მილიარდ ლარზე მეტს დახარჯავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ეკონომიკაზე საუბრის დროს, მთავრობის მეთაურმა მიღწევებს შორის ასევე დასახელდა საბიუჯეტო სისტემის გამჭირვალობის ზრდა, სტაბილური საგადასახადო გარემოს შექმნა, ბიზნესის ხელშეწყობა და პერსპექტიული ენერგეტიკული პროექტების განხორციელება. „წელს ასევე საფუძველი ჩაეყარა ტრანსადრიატიკული მილსადენის მშენებლობას, შაჰ-დენიზის პროექტის ფარგლებში საქართველოში 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება“.ირაკლი ღარიბაშვილმა დაასახელა მსოფლიო ბანკის ,,მსოფლიო მმართველობის გრძელვადიანი კვლევა“, რომლის მიხედვით, ბოლო სამი წლის შედეგებით საქართველო საგრძნობლად დაწინაურდა მრავალი პარამეტრით, მათ შორის, მთავრობის ეფექტიანობის, კანონის უზენაესობის, კორუფციის კლებისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით

XS
SM
MD
LG