Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა და ყაზახეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ურთიერთობის გააქტიურებაზე


ევროკავშირი და ყაზახეთი თანამშრომლობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ. პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ევროკავშირის და ყაზახეთის შეთანხმებას 21 დეკემბერში ასტანაში მოაწერეს ხელი ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ლიდერმა ფედერიკა მოგერინიმ და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერლან იდრისოვმა. ევროკავშირი დაინტერესებულია მჭიდრო თანამშრომლობით ყაზახეთთან, რომელიც შუა აზიაში უდიდესი ეკონომიკის ქვეყანაა. მათი შეთანხმება არ ითვალისწინებს ისეთ მჭიდრო პოლიტიკურ ურთიერთობას და თავისუფალ ვაჭრობას, როგორც საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდავეთთან ევროკავშირის შეთანხმებების შემთხვევაში, მაგრამ ყაზახეთთან გაფორმებული ეს დოკუმენტი არის ყველაზე უფრო ამბიციური შეთანხმება, რომელიც ბრიუსელს ოდესმე გაუფორმებია შუა აზიის ქვეყნებთან, ან რუსეთთან.

XS
SM
MD
LG