Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა იძიებს დავით პეტრიაშვილის გარდაცვალების საქმეს


უეფას ეროვნულ ფედერაციებთან ურთიერთობის მენეჯერის დავით პეტრიაშვილის გარდაცვალების საქმეს პროკურატურა იძიებს. სააგენტო “ინტერპრესნიუსს” მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში დაუდასტურეს, რომ დავით პეტრიაშვილს 21 დეკემბერს, თბილისში დაეჯახა საპატრულო პოლიციის ავტომანქანა. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობას.

XS
SM
MD
LG