Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იოზეფ ბლატერი სამუდამოდ ემშვიდობება ფეხბურთს


ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა განაცხადა, რომ სამუდამოდ ემშვიდობება ფეხბურთს. აშშ-ის გაზეთ „უოლ სტრიტ ჯორნალის“ დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუში ბლატერი „აბსურდულს“ უწოდებს საერთაშორისო ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებას, რვა წლით აუკრძალოს მას ფეხბურთთან დაკავშირებული ყოველგვარი საქმიანობა. ბლატერი, რომელიც ფიფას 1998 წლიდან ხელმძღვანელობს, კატეგორიულად უარყოფს კავშირს ამ ორგანიზაციაში გამეფებულ კორუფციასთან. ფიფას ახალი პრეზიდენტის არჩევნები 2016 წლის თებერვალში გაიმართება.

XS
SM
MD
LG