Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა ბურჭულაძე: ადრე ხელისუფლების გვეშინოდა, დღეს კი გვეშინია ხვალინდელი დღის


„ადრე ხელისუფლების გვეშინოდა, დღეს კი გვეშინია ხვალინდელი დღის“ - ამის შესახებ "საქართველოს განვითარების ფონდის" დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა თბილისში, ფონდის პრეზენტაციაზე გამოსვლისას. ბურჭულაძის თქმით,"საქართველოს განვითარების ფონდი" დაფუძნდა იმისათვის, რომ დაასრულოს ნეპოტიზმის, არაპროფესიონალიზმის, უპასუხისმგებლობის, გულგრილობისა და შიშის ეპოქა. ამასთან, პაატა ბურჭულაძის მტკიცებით, ფონდის დამფუძნებლები არ ქმნიან პოლიტიკურ ორგანიზაციას, "საქართველოს განვითარების ფონდი“ კი საზოგადოებრივი ინიციატივაა, საერთო მიზნისა და იდეალების გარშემო გასაერთიანებლად. „ჩვენი ფონდი არის თავისი საქმის მცოდნე ყველა ადამიანისთვის, მიუხედავად იმისა, სად არის ის - სახელმწიფო სამსახურში, არასამთავრობო ორგანიზაციაში, თუ კერძო ბიზნესში, მიუხედავად იმისა, თუ რა ეროვნებისაა და სად ლოცულობს“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ. მისივე თქმით, ფონდი შეიქმნა ყველასთვის, ვისაც სურს საქართველოს განვითარებასა და გამარჯვებაში მონაწილეობა.

XS
SM
MD
LG