ინტერნეტით გავრცელდა 24 წუთიანი აუდიო ჩანაწერი, რომელზეც, სავარაუდოდ, „ისლამური სახელმწიფოს“ექსტრემისტული გაერთიანების ლიდერის, აბუ ბაქრ ალ ბაღდადის ხმა ისმის. პირის თანახმად, რომელიც ალ-ბაღდადად არის წარმოდგენილი, აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიციის და რუსეთის ავიაციის თავდასხმებმა დაჯგუფება კიდევ უფრო გააძლიერა. ის დასცინის საუდის არაბეთის მეთაურობით შექმნილ სამხედრო კოალიციას ტერორიზმის წინააღმდეგ. თუ ეს მართლაც ალ-ბაღდადის ჩანაწერია, ის პირველია მაისის შემდეგ. ალ ბაღდადზე რამდენჯერმე გავრცელდა ცნობა, რომ ის მოკლეს, რომ დაიჭრა.
„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი საუდის არაბეთის მეთაურობით შექმნილ კოალიციას აბუჩად იგდებს
ყველაზე პოპულარული
1