Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მხარდაჭერით მოქმედმა კოალიციამ სირიაში მნიშვნელოვანი კაშხალი დაიკავა


სირიელი არაბების, ქურთების და ქრისტიანთაგან შემდგარმა რაზმებმა ჩრდილოეთ სირიაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კაშხალი დაიკავეს. თიშრინის კაშხალი მდინარე ევფრატზე მდებარეობს. ამის ფონზე, ოპოზიციური გაერთიანების მაღალი რანგის მეთაურის მოკვლამ საჰაერო თავდასხმის დროს, საფრხე შეუქმნა სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებას. სირიის მეამბოხეთა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გაერთინების, ჯაიშ ალ-ისლამის ლიდერი, ზაჰრუნ ალუში იქნა მოკლული დამასკის აღმოსავლეთში, საჰაერო თავდასხმისას. გაერომ გამოაცხადა, რომ სურს ერთმანეთს შეახვედროს სირიაში დაპირისპირებული ძალები 25 იანვრისთვის. სირიაში გაეროს წარგზავნილის, სტაფან დე მისტურას წარმომადგენელმა განაცხადა 26 დეკემბერს, რომ დე მისტურას სურს, სირიის ოპოზიციის და სხვათა, რაც შეიძლება ფართო სპექტრი ჩართოს მოლაპარაკებაში, რომელიც ჟენევაში უნდა გაიმართოს.

XS
SM
MD
LG