Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა


გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შეხვდა. „2013 წელსაც ვთქვი, რომ საარჩევნო დაპირებები, ხშირ შემთხვევაში, იყო გადაჭარბებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმემ ვინმე გადააგდო. მარტო საარჩევნო დაპირებები არ იყო მიზეზი იმის, რომ ხალხმა ხმა მისცა "ქართულ ოცნებას". სამწუხაროდ, ძალიან ბევრი იმ ექსპერტის წინასწარი ანალიზი, რომელიც ჩართული იყო წინასაარჩევნო პროცესში, ზოგჯერ იყო გადაჭარბებული“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. რაც შეეხება ტარიფების გაზრდას, კვირიკაშვილის თქმით, 45%-იანი დევალვაციის პირობებში, შეუძლებელი იყო მარეგულირებლებს არ მიეღოთ ასეთი გადაწყვეტილება, რადგან ამ ტიპის გადაწყვეტილებების გარეშე ფუნქციონირებას შეწყვეტდნენ ის სუბიექტები, რომლებიც ამ ბიზნესში არიან ჩართულნი. გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას რუსეთთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთთან პრაგმატული დამოკიდებულება რისკების შემცირების საშუალებაა, რათა საქართველოს პროდასავლურ ვექტორს არაფერი დაემუქროს. კვირიკაშვილის თქმით, აბაშიძე-კარასინის დიალოგიც სწორედ რისკების შემცირებას ემსახურება. მან აღნიშნა ისიც, რომ შეშფოთებულია ქვეყანაში რუსული პროპაგანდის გაზრდით.

XS
SM
MD
LG