Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთის სამხედრო ბაზაზე ბრძოლა განახლდა წინა დღეს 11 ადამიანის დაღუპვის შემდეგ


ინდოეთის ქალაქ პათანკოტის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე ისევ იფეთქა ბრძოლამ წინა დღეს, სავარაუდოდ, ისლამისტი ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად 11 ადამიანის დაღუპვის შემდეგ. ოფიციალურმა პირებმა 3 იანვარს გამოაცხადეს, რომ დღევანდელი თავდამსხმა წამოიწყო, სულ ცოტა, ორმა შეიარაღებულმა პირმა, რომელიც სამხედრო-საჰაერო ბაზაზე იმალებოდა მასში 2 იანვარს თავდამსხმელების შეჭრის შემდეგ. 2 იანვარს შვიდი ინდოელი ჯარისკაცი და ოთხი თავდამსხმელი დაიღუპნენ სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთ ინდოეთში ჯამი და ქაშმირის რეგიონისაკენ მიმავალ ავტოტრასასთან. ამავე ბაზიდან ახლოს არის პაკისტანის საზღვარი. ინდოეთს პაკისტანი ჰყავს დადანაშაულებული ექსტრემისტების წინა თავდასხმებში, რომლებიც უკავშირდება ორ ქვეყანას შორის გაყოფილ ქაშმირს და მის გარშემო დავას.

XS
SM
MD
LG